ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე - თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა - შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს

თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა წევრი სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა - შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე ბერდან ოზთურქმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, ბევრმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის ჩვენმა ასამბლეამ, დაადგინა დარღვევების სერია, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმების მოსყიდვა და სხვა. ამავე დროს, ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა. ამ მიზეზით, დარღვევების მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების შედეგები არ გაუსაჩივრებია. მიუხედავად ამისა, ამ ასამბლეამ იანვარში რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს დელეგაციის მანდატების შესახებ პირობები და შეზღუდვები დააწესა. ამის შემდეგ საქართველოს დელეგაციამ, თავისი ნებით, ასამბლეაში მონაწილეობა შეაჩერა. შედეგი კი პარადოქსს წარმოადგენს. საქართველო ევროპის საბჭოში მინისტრთა კაბინეტის მეშვეობით კვლავ წარმოდგენილია, მაშინ, როდესაც მთავრობისა და ოპოზიციონერი პარლამენტარები ამ პალატაში არ არიან. ეს საკანონმდებლო და დიალოგისთვის აუცილებელ წესებს ძირს უთხრის. ასევე, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. სხვა წევრი სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა არ ყოფილა კრიტიკული. შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს და პოლიტიკურად მოტივირებულობის რისკებს ქმნის“, - განაცხადა ბერდან ოზთურქმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე