გუსტავ გოტბერმი - საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია, ეს „ქართული კოშმარია“ - პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდეს

საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე გუსტავ გოტბერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარება კრემლის გეგმით შთაგონებული „ქართული კოშმარია“.

„საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია. პოლიტიკური დევნა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ევროპულ გზას არ წარმოადგენს. ეს „ქართული კოშმარია“, რომელიც კრემლის კოშმარული სამოქმედო გეგმით არის შთაგონებული”, - განაცხადა გოტბერმა.

მისი თქმით, მიუხედავად ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებისა, სისასტიკისა და ავტორიტარიზმისა, რომელსაც „ცრუ ლიდერის, ივანიშვილის მიერ” ვხედავთ, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა აჩვენებს, რომ მათ თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია სურთ.

მისი თქმით, „ქართველები ევროპელები არიან და მათ სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ“.

„ევროპის საბჭომ და საპარლამენტო ასამბლეამ მათი უფლება უნდა დაიცვას. შესაძლოა, საქართველო ევროპის გეოგრაფიულ ცენტრში არ იყოს, მაგრამ ხალხს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება სურს. სწორედ ამიტომ, სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო. ასევე, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ შაბათს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ტარდება, სადაც არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი წარმოდგენილი არ იქნება. პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს, დამოუკიდებელი მედია გარანტირებული უნდა იყოს და პოლიციის სისასტიკე დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნა გოტბერგმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე