კახა კალაძე - დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე - ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

განახლებული პარკი თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენს დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე - ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო პარკში, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები; გარდა ამისა, შენარჩუნდა ყველა ის მრავალწლიანი ხე, რომელიც პარკში იდგა; აღდგა უძველესი ფანჩატურები თავისი ძველი ვიზუალით, ასევე, ყველაზე ლამაზი სივრცე, ბელვედერი, 17-მეტრიანი გადმოსახედით, რომელიც მართლაც იდეალურია და ამშვენებს პარკს. პარკში ამჟამად მიმდინარეობს ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა შეემატება დედაქალაქს. მიხარია და მეამაყება, რომ გალამაზებული ვერის პარკი დავუბრუნეთ თბილისს. პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ შრომას, მუშაობას, რათა ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო მომხიბვლელი, საინტერესო და საცხოვრებლად კომფორტული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა და დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით. სწორედ ამიტომ ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.

პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა არ განხორციელებულა. განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო 5 131 ნერგი და 18 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. დამატებით მოეწყო 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი სივრცე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 23 484 010 ლარი შეადგინა.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე