ზვიად კუპრავა - კეთილი ინებოს გამოძიებამ და ამოიღოს ვიდეო, ნახავთ, რომ წინააღმდეგობას არავის ვუწევდი - რაც შეეხება მეორე ბრალს, ვაღიარებ, ბიძინა ივანიშვილს დავემუქრე, მაგრამ დავემუქრე არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირს

ვაღიარებ, ბიძინა ივანიშვილს დავემუქრე, მაგრამ დავემუქრე არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირს, - ამის შესახებ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზვიად კუპრავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მან ისაუბრა დაკავების დეტალებზე და განაცხადა, რომ დაკავების დროს არ იცოდა, რომ მის გარშემო მობილიზებული პირები სამართალდამცველები იყვნენ და რომ სცოდნოდა პოლიციელები იყვნენ, საფრთხეს არ იგრძნობდა.

ასევე, მან უარყო, რომ პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და მოითხოვა გამოძიებამ ამოიღოს შესაბამისი ვიდეო.

"მე ბედნიერი ვარ, რომ თავი არ დავუხარე ბიძინა ივანიშვილს. მე მიმაჩნია, რომ ის არის ქვეყნის მტერი და მიმაჩნია, რომ ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მმართველობას.

რაც პროკურორმა ბრძანა, არის ტყუილი. დილით ბავშვი მივიყვანე სკოლაში, შემდეგ ჩემს საქმეზე მივდიოდი, „მოლში“ მანქანა იქ გავაჩერე, სადაც მომიხერხდა და შევნიშნე, რომ შავებში ჩაცმული პირების მობილიზება მოხდა, რამაც მაიძულა, რომ მანქანაში ჩავკეტილიყავი, რადგან საფრთხე ვიგრძენი. რომ მცოდნოდა, პოლიციელები იყვნენ, საფრთხეს არ ვიგრძნობდი.

5-6 პოლიციელი იღებდა ვიდეოს… ბიძინა ივანიშვილი 6 წლით მიპირებს პატიმრობაში დატოვებას, კეთილი ინებოს გამოძიებამ და ამოიღოს ეგ ვიდეო და ნახავთ, რომ წინააღმდეგობას არავის ვუწევდი.

რაც შეეხება მეორე ბრალს, ვაღიარებ, ბიძინა ივანიშვილს დავემუქრე, მაგრამ დავემუქრე არა სახელმწიფოს, რადგან ის სახელმწიფოს არ წარმოადგენს, არამედ დავემუქრე კერძო პირს.

ერთი თხოვნა მაქვს, გლდანის ციხეში გამამწესეთ, რადგან ოჯახთან ახლოს ვიყო. იმედი მაქვს, ჩემი პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება", - მიმართა მოსამართლეს ზვიად კუპრავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს