ადვოკატის განცხადებით, ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და ზვიად კუპრავას შეუფარდა პატიმრობა, - ამის შესახებ ზვიად კუპრავას ადვოკატმა, გია გოროზიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"აღკვეთის ღონისძიების განხილვის პროცესზე მოსამართლემ მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება და ზვიად კუპრავას მიმართ გამოიყენა პატიმრობა, რომელიც არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

მოსამართლეს შევთავაზეთ, რომ არ არსებობდა, როგორც ფორმალური ასევე ფაქტობრივი მტკიცებულებები და გარემოება იმისა, რომ ზვიად კუპრავას მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და ზვიად კუპრავას შეუფარდა პატიმრობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც კანონით დადგენილ ვადაში მივიღებთ აღნიშნულ განჩინებას, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიანად შეაფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ზვიად კუპრავას გაათავისუფლებს პატიმრობიდან.

მისი დაკავება მოხდა სრულიად გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი მტკიცებულებებით იმ ფონზე, როდესაც არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს, რომ ზვიად კუპრავას მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა.

ზვიად კუპრავამ ცალსახად აღნიშნა, რომ რაიმე სახის მუქარას, რომ ის მოუწოდებს რომელიმე კონკრეტულ პირს ან საზოგადოების გარკვეულ ფენას, რომ ძალადობით შეცვლილიყო სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილება ან დამხობისკენ მოეწოდებინა, ადგილი არ ჰქონია. მან ახსენა კონკრეტული პიროვნების სახელი და გვარი, რომლის მიმართაც შესაძლებელია, ჩათვლილიყო, რომ მის მიმართ იყო ეს მუქარა. რაც შეეხება დამხობასა და ძალადობას, მსგავსი მუქარა მას არ განუხორციელებია. მათ შორის, წინააღმდეგობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ რაიმე სახის წინააღმდეგობა არცერთი პოლიციელისთვის არ გაუწევია და ეს მოგონილია. ეს არის შეკერილი და ცრუ ბრალდება, რითაც მოხდა მეორე მუხლის დამატება და სწორედ ამ მუხლის გამოყენებით მოსამართლემ გაითვალისწინა ყველა გარემოება და მის მიმართ გამოიყენა პატიმრობა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო", - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს