The Telegraph - უკრაინაში შიშობენ, რომ აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეაფერხებს

უკრაინაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის „შათდაუნის“ გამო, ბრძოლის ველზე ამერიკული იარაღის მიწოდება, შესაძლოა, შეფერხდეს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიევისთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დისკუსიები მთავრობის დახურვის შემდეგ გაიყინა.

The Telegraph-ი წერს, რომ სამშაბათს, უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა, რათა, აშშ-ის მხრიდან ჰონორარის სანაცვლოდ, დრონების ტექნოლოგიების გაზიარების შესახებ შეთანხმება მიღწეულიყო, რაშიც კიევს მსოფლიოში წამყვანი გამოცდილება აქვს. თუმცა, „შათდაუნის“ შედეგად, მოლაპარაკებების ბედი გაურკვეველია, რადგან ფედერალურ თანამშრომლებს სახლში დარჩენა სთხოვეს.

„ვერ ვხედავ, როგორ გაგრძელდება ის. მთავარი შეშფოთება ის არის, რომ ბევრი განხილვა მიმდინარეობს [იარაღის] სამომავლო გადაზიდვებთან დაკავშირებით. ყველა სამომავლო პროექტი გარკვეულწილად ზარალდება, რადგან პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლები არ ხვდებიან ერთმანეთს და ამ „შათდაუნის“ გამო დროს ვკარგავთ“, - განუცხადა უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა პირმა The Telegraph-ს.

წყარომ დასძინა, რომ „უკრაინის სხვა დელეგაციები, რომლებიც უახლოეს კვირებში უნდა ჩასულიყვნენ, თავიანთი გეგმების გადახედვას ახდენენ.“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე შეერთებულ შტატებში იარაღის საკითხზე ტექნიკურ შეხვედრებს გამართავდა.

მისი თქმით, განხილვა შეეხებოდა შეერთებული შტატებისგან სხვადასხვა პროგრამით იარაღის შეძენას, ასევე დრონების გარიგებას, რომლის ღირებულებამ, შესაძლოა, მილიარდობით დოლარს მიაღწიოს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა