ლაშა ფარულავა - სწორედ ამ ერთიანობით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის „დაფინიშებას“

ქვეყანაში ტარდება რუსული სპეცოპერაცია. რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე არავის ვურჩევთ გამოცხადებას. ყველანი რუსთაველზე, 16:00 საათზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცხადია, სწორედ ამ ერთიანობით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის „დაფინიშებას“. ქართველი ხალხი ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ქარვასლას, რომელიც წლების განმავლობაში გახსნილია სწორედ ივანიშვილის დავალებით, დახურავს. დასრულდება არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ პოლიტიკური კომერცია და ვაჭრობა. ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას. ეს 4 ოქტომბერს მოხდება“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნება 4 ოქტომბერს მთავარი ძალა, ლაშა ფარულავამ უპასუხა, რომ 4 ოქტომბერი პარტიული დღე არ არის.

„4 ოქტომბერი არის საერთო-სახალხო დღე და დიდი ერთიანობა არის გადამწყვეტი. დიდი ერთიანობა, წინააღმდეგობა არის გამარჯვების ფორმულა, ვინაიდან ძალა ერთობაშია. შეკრული და მთლიანი ქართული საზოგადოება პასუხს გასცემს ივანიშვილს და მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის დახლთან დგანან და ქართველი ხალხით ვაჭრობენ. ეს ვაჭრობა დასრულდება და ივანიშვილის რეჟიმი სამუდამოდ დაასრულებს საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას“,- განაცხადა ფარულავამ.

რაც შეეხება კითხვას, ელოდება თუ არა რუსთაველის გამზირზე პროცესების ძალადობრივი გზით განვითარებას, ლაშა ფარულავამ უპასუხა, რომ ქართველი ხალხის რეჟიმს განაჩენს გამოუტანს.

„ველოდები იმას, რომ ქართველი ხალხი გამოიტანს განაჩენს და ეს განაჩენი რუსთველზე დასრულდება. ცხადია, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან კალაპოტს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის წინსვლა, მათ შორის გზის გაგრძელება ევროკავშირისკენ. ევროკავშირის კარი შიგნიდან ჩაკეტა ივანიშვილმა და ჩვენ ვაპირებთ ამ კარის გახსნას ქართველ ხალხთან ერთად“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისია შექმნილი და ერთადერთი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. „ივანიშვილმა იძალადა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე. ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს და ცხადია, ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება