SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება.

Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პროექტი, რომელიც სცენაზე 2023 წელს დაბრუნდა, მათი სინგლი „Warrior“ კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჰიმნად იქცა.

Oscar and the Wolf - Max Colombie-ს პროექტია, ის ხშირად საკუთარ მუსიკას ახასიათებს როგორც "დისნეის მუსიკა მოზარდებისთვის". Max-ის დებიუტი 2014 წელს შედგა, შემდეგ კი ალბომით "Entity", მან ჟანრობრივი საზღვრები დაარღვია, შეუფერხებლად შეურია პოპი, R&B, EDM და ალტერნატიული ელემენტები ერთ უნიკალურ და აღიარებულ ჟღერადობაში.

მსმენელები აღნიშნავენ, რომ Max-ის ლაივ-შოუები მაგნიტურია, რომლის ფარგლებშიც, ვიზუალური ეფექტების და დაუფარავი ემოციების შერწყმა ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. Max-ის უნარი, ერთდროულად გამოხატოს მელანქოლიაც და ეიფორიაც, კვალდაკვალ ჩანს მის მთელ კარიერაში — ფოლკისა და დრიმ პოპის ჟღერადობიდან დებიუტურ ალბომში, კლუბური ტონების მქონე "Infinity" (2017) და მზის სხივებით გაჟღენთილი სინთ-პოპის მიმართულებით ალბომში "The Shimmer" (2022).

მას ჰყავს ერთგული მსმენელების არმია და გამორჩეული ადგილი უჭირავს უდიდეს ფესტივალებზე — მათ შორის Pukkelpop-სა და Tomorrowland-ზე. Max-ის გავლენა სცილდება მხოლოდ მუსიკალურ სფეროს — ის ქმნიდა საუნდტრეკებს ცნობილი დიზაინერის, Dries Van Noten-ის მოდის ჩვენებებისთვის.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: tkt.ge

SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას, SOLO მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია