შალვა კერესელიძე - ნაცვლად ბოიკოტისა და გაბუტვისა, არჩევნებში საკუთარი პრინციპული პოზიციის დაფიქსირებით, კიდევ ერთხელ შევეწინააღმდეგოთ ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას, სიღარიბეს, ძალადობას, უსამართლობას, ქაოსს

ნაცვლად ბოიკოტისა და გაბუტვისა, არჩევნებში საკუთარი პრინციპული პოზიციის დაფიქსირებით, კიდევ ერთხელ შევეწინააღმდეგოთ ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას, სიღარიბეს, ძალადობას, უსამართლობას, დაუსრულებელ ქაოსს, სამშობლოსათვის თავდადებული გმირების უარყოფასა და ოკუპანტებთან თავდახრით მობოდიშებას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, შალვა კერესელიძე აცხადებს.

ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მოსახლეობას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში ხვალ, 4 ოქტომბერს, ეროვნული დონის ტოლფასი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. სამწუხაროა, ასეთ დროს ოპოზიციის ნაწილმა სისხლ-ხორცეულად კარგად ვერ გაითავისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დონეზე ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანა ამ არჩევნებში მონაწილეობის ფრიად მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ბოიკოტში ყოფნა, არმონაწილეობა, თუ უბრალოდ, გაბუტვა ამჯობინა.

მე მინდა ვუთხრა ამაყ და ღირსებით სავსე ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს, ჩვენი დედაქალაქის და საქართველოს ყველა კუთხის შვილებს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების და მრწამსის თანამოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, უიმედოდ და ნიჰილიზმში მყოფ ადამიანებს, ჩვენს არამხარდამჭერ ამომრჩევლებს, ჩვენს ძმებს და დებს - ყველას მოგიწოდებთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და აუცილებლად წაბრძანდით არჩევნებზე, გააკეთეთ თქვენთვის სასურველი, სწორი არჩევანი და ხმა მიეცით თქვენი ქალაქის, თქვენი უბნის, თქვენი მუნიციპალიტეტის, დაბის და თქვენი სოფლის უკეთეს მომავალს.

მიუხედავად ამ უთანასწორო და არასამართლიანი ბრძოლისა, არ დავნებდეთ არაეროვნულ და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე „ოცნების“ ხელისუფლებას და ნაცვლად ბოიკოტისა და გაბუტვისა, არჩევნებში საკუთარი პრინციპული პოზიციის დაფიქსირებით, კიდევ ერთხელ შევეწინააღმდეგოთ ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას, სიღარიბეს, ძალადობას უსამართლობას, დაუსრულებელ ქაოსს, სამშობლოსათვის თავდადებული გმირების უარყოფასა და ოკუპანტებთან თავდახრით მობოდიშებას.

მიუხედავად უთანასწორო და არასამართლიანი ბრძოლისა, ყველამ ერთად არჩევნებში პატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით, ხმა მივცეთ სამართლიანობას, საქართველოს კეთილდღეობას, ეროვნულ ღირსებას, ქართული გენოფონდის დაცვას, ქართული სოფლების გამაგრებას, ქართული მიწების შენარჩუნებას, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების დაფასებასა და საქართველოს ევროპულ მომავალს.

წადით არჩევნებზე, გააკეთეთ სწორი არჩევანი, ხმა მიეცით პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“, მის მაჟორიტარ და მერობის კანდიდატებს და გააფერადეთ 25“, - წერს კერესელიძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია