„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს

ევროკომისია თანმიმდევრული განვითარების ანგარიშის ფარგლებში დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსს აქვეყნებს. 2023 წლის შეფასებით საქართველომ გაასწრო მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას და ა.შ.

თანმიმდევრული განვითარების ანგარიშს აწარმოებს განვითარების კვლევების ქსელი „საერთო მომავალი“, რომლის სათავო ოფისი ესპანეთში მდებარეობს.

თანმიმდევრულობის ანგარიში აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ჰუმანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში.

განვითარების კვლევების ქსელმა უახლესი, 2025 წლის კვლევაც გამოაქვეყნა, რომელიც ჯერ ევროკომისიის ვებ გვერდზე ასახული არ არის. დემოკრატიული გარდაქმნის 2025 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ესპანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი. უნგრეთი, თურქეთი.

დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსი აფასებს, თუ რამდენად არიან ქვეყნები ერთგულნი ისეთი საჯარო პოლიტიკის მიმართ, რომელიც შექმნილია დემოკრატიული მშვიდობიანი საზოგადოებების ასაშენებლად, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, შეკრების თავისუფლებას და პროტესტის უფლებას.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/indico/coherence-index

https://www.indicedecoherencia.org/en/

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის