მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია - თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია „ჯენზის“ მიერ მოხდა და საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“

საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „საქართველოში პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა ხდება პარტიების ფლანგზე. ორი პარტია ცდილობს, რომ დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ „ოპოზიციად“ და გვერდზე გაწიოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ივანიშვილის მოსაშორებლად. ამ ლოიალური პარტიებიდან ერთ-ერთს აქვს ფინანსური ბერკეტები. ტელევიზიებზე დააკვირდით, რომ ბოლო ხანებში ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ადრე, იწვევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს (რაც მე ძალიან მახარებს) და უსვამენ ერთი და იმავე კითხვებს - „იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მარცხზე“, რა მოხდება თუ 4-ში ყველაფერი არ დამთავრდა“. თავისთავად, ეს ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ მათი მუდმივი გამეორება ნათლად მეტყველებს, რომ „ლოიალურ ოპოზიციას“ მთელი გათვლა აქვს საპროტესტო მოძრაობის მარცხზე და კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციაზე. ე.ი. მათ მთელი ფსონი აქვთ დადებული რუსული რეჟიმის დარჩენაზე. რამდენად მორალურია ეს პოზიცია თქვენ თვითონ განსაჯეთ. საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია. თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია (ნეპალი, მადაგასკარი, მიმდინარე სერბული პროტესტი) იქნა მოხდენილი „ჯენზის“ მიერ და საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის