ირაკლი კობახიძე გენერლების განცხადებაზე - ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა - ძალიან კარგია, რომ ამ ორმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, ასეთი ბევრი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების

ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მისასალმებელია, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გენერლების, მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბევრი სხვა მსგავსი ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც „არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა“.

„თავისთავად, როდესაც საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად ძალადობას გულისხმობს. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს. ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს - მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობაა, ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას.

ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. გვინდა ყველა გავაფრთხილოთ. ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს მეგობრული რჩევაა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რაიმეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა“,-აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, გენერლებმა, მამუკა ყურაშვილმა და ზაზა გოგავამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.

„კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას“, - აღნიშნულია მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას განცხადებაში

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს