ირაკლი კობახიძე - ხვდებით, ალბათ, რომ ბატონ მაკრონთან კალათბურთზე არ მისაუბრია, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე - ყველგან ვისაუბრეთ საერთო გზავნილით, რომ გვინდა გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია

თქვენც ხვდებით, ალბათ, რომ ბატონ მაკრონთან კალათბურთზე არ მისაუბრია - რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რაზე ესაუბრა ის დანიაში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.

პრემიერი ამბობს, რომ ის შეხვედრის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, თუმცა განმარტავს, რომ მას რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის, ემანუელ მაკრონთან „ძალიან კონსტრუქციული საუბარი“ ჰქონდა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული მხარე ყველგან საერთო გზავნილით საუბრობდა, რომ „ჩვენ გვინდა [ურთიერთობების] გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო“.

„თქვენც ხვდებით, ალბათ, რომ კალათბურთზე არ მისაუბრია ბატონ მაკრონთან. რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს - შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათ, აქედან გამომიდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ შეხვედრის შინაარსზე. ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის, ბატონ მაკრონთან. ზოგადი სურათი გამოიხატა არა ერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დანარჩენი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ქმედით ნაბიჯებზე. რა თქმა უნდა, ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ყველას მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ესაა საერთო გზავნილია, დეტალებზე ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ. ყველგან ვსაუბრობდით საერთო გზავნილით - ჩვენ გვინდა გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო. მაგალითისთვის, ნებისმიერ დროს მზად ვართ გახსნილი, ღია შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, იმისათვის რომ განვიხილოთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. იმედი გვაქვს, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადმოიდგმება მათი მხრიდანაც,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს