ირაკლი კუპრაძე - ჩვენს გულშემატკივრებს ვუკავშირდებით და 100-დან 99 ამბობს, რომ არჩევნებზე მიდის, რათა ივანიშვილის საკუთარი ქალაქი არ დაუთმოს, განწყობა საბრძოლოა - არის შესაძლებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილს გავცეთ პოლიტიკური პასუხი

არის შესაძლებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილს გავცეთ პოლიტიკური პასუხი იმ ძალადობაზე, უსამართლობასა და უკანონობაზე, რომელიც მან ჩვენს ქვეყანაში მოაწყო,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლებში საბრძოლო განწყობაა.

„ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ოფიციალურად ფიქსირებული არიან ჩვენს მხარდამჭერებად და წევრებად, ვუკავშირდებით და ვეკითხებით, რას ფიქრობენ ჩვენს საარჩევნო კამპანიაზე, ასევე ვეკითხებით, აპირებენ თუ არა არჩევნებზე მისვლას. შეიძლება ითქვას, რომ 100-დან 99 ამბობს, რომ არჩევნებზე მიდის, რომ ივანიშვილის საკუთარი ქალაქი არ დაუთმოს. იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოასწრეს ამომრჩევლებმა გადასატან ყუთზე რეგისტრაცია. განწყობა საბრძოლოა. მთავარი ამბავია ის, რომ ამომრჩევლები უნდა დაფიქრდნენ და რომ ამ შანსის არ გამოყენება იქნება უდიდესი შეცდომა. არის შესაძლებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილს გავცეთ პოლიტიკური პასუხი იმ ძალადობაზე, უსამართლობასა და უკანონობაზე, რომელიც მან ჩვენს ქვეყანაში მოაწყო“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით კი, ყველა ამომრჩეველს, რომელსაც ის დაუკავშირდა. გააზრებული აქვს, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

„განწყობა ფანტასტიკურია, ვისაც ვუკავშირდებით, ყველა მიდის არჩევნებზე, აგრძელებს ბრძოლას და კარგად აქვთ გააზრებული, რომ არცერთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. „ქართული ოცნება“ უნდა დავაზუსტოთ ყველგან, ყოველთვის და ყველა ფორმით. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს - გამოდით და დაიბრუნეთ ის, რაც თქვენია. ეს თქვენი ქალაქია, თქვენი და ჩვენი ქალაქები, სოფლები და დაბებია, ჩვენი ბიუჯეტი, არ შეიძლება 100% გაატანოთ „ქართულ ოცნებას“. გამოდით და დაიბრუნეთ ის, რაც თქვენია“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება