შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს  და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა არჩევნებში მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანია, ხვალ მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცენ ყველა ამ წამოწყებას

არის მცდელობა, რომ წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ტერმინის „მშვიდობიანი დამხობა“ გამომგონებლები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა კიდევ ერთხელ, რომ არჩევნების საბოტაჟი მოაწყონ და ამ მხრივ განსაკუთრებული მდგომარეობაა, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ გამოცხადებულია არჩევნების საბოტაჟი არა მხოლოდ მასში მონაწილეობაზე უარის თქმით, რაც განაცხადა ორმა ბარიერგადალახულმა პარტიამ, არამედ არჩევნების პარალელურად ძალადობრივი აქციის დაანონსებით და არჩევნების ჩაშლის მუქარით. ჩვენ ვნახეთ პარტიების კოორდინირებული მოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიის ზოგიერთ წარმომადგენელთან. მცდელობა არის, რომ წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობაზე. ვხედავდით პარადოქსულ განცხადებებს, როდესაც საუბარია დამხობაზე და ცდილობენ, რომ წინ სიტყვა „მშვიდობიანის“ დამატებით თითქოს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ, რაც არის სრული აბსურდი. აქვე მივუთითებ, რომ ამაზე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს. ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა „ლეგიტიმურ ჯიჰადზე", ლეგიტიმურ ძალადობაზე და ზუსტად ამ წინსართის, ლეგიტიმური დამატებით ცდილობდნენ მიეცათ ისეთი ფორმა, რომელიც შესაძლოა დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით. ამაზე სტრასბურგის სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, ამ ტერმინის გამომგონებლები მინდა დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას. სიტყვა უკვე ნათქვამია, ვეღარ შეცვლიან, საუბრობენ დამხობაზე, 4-ში დაწყებასა და დასრულებაზე, ზოგი[ლელო] საუბრობს დილით არჩევნებზე და საღამოს დამხობაში მონაწილეობაზე. ასე რომ, ვიხილეთ პირდაპირი საბოტაჟი არჩევნებისა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცენ ყველა ამ წამოწყებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის