შალვა პაპუაშვილი - ვიხილეთ ე.წ. სპეცრაზმელების სია, რომელიც აღმოჩნდა ყალბი და აღებულია საარჩევნო, მათ შორის ძველი სიებიდან, სადაც არიან გარდაცვლილი ადამიანები - ესეც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ

ეს არის ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ფორმა - საინფორმაციო თავდასხმა, რომელშიც ჩართული არიან უცხოეთიდან დაფინანსებული მედია-პლატფორმები, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ე.წ. სპეცრაზმელების სიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთი სქემების უკან პარტიული, არასამთავრობო და მედია სექტორის კოორდინირებული ქმედება იკითხება, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება.

“გუშინ ჩვენ ვნახეთ on.ge, რომელიც მართალია მალავს, მაგრამ, სავარაუდოდ, ვხვდებით, რომ დაფინანსებული არის ბრიუსელიდან, ევროკავშირის წყაროებიდან. on.ge-მ რამდენიმე პირის შარშანდელი ერთ-ერთი განცხადება გამოაქვეყნა, როგორც ახალი განცხადება იმისთვის, რომ რაღაც საინფორმაციო ხმაური შეექმნა. მეორე ვიხილეთ ე.წ. სპეცრაზმელების სია, რომელიც აღმოჩნდა ყალბი სია და რომელიც აღებული არის საარჩევნო სიებიდან და, მათ შორის, ძველი სიებიდან, სადაც არიან გარდაცვლილი ადამიანები, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა პროფესია აქვთ და აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არიან ძალოვან უწყებებთან, თუმცა ესეც გახლავთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული იმისთვის, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური, დაბნეულობა საზოგადოებაში და ამ დაბნეულობის ფონზე ისარგებლონ იმისთვის, რომ ყალბი ნარატივებით გამოიწვიონ ემოციური აღტყინებები საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში.

ეს ყველაფერი კოორდინირებულია პარტიულ-ენჯეო და მედია სექტორს შორის. ყველა ასეთი კამპანიის უკან იკითხება უცხოური დაფინანსება და მათი მონაწილეობა. ამ ყველა სქემას ძალიან დეტალურად აკვირდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რამდენიმე სქემა გაიშიფრა წინსწრებით და გაუშიფრავი სქემებიც კარგად არის ცნობილი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში 2 ოქტომბერს გავრცელდა სია, რომელიც არსებული ცნობებით, სპეცრაზმელებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების პირად მონაცემებს და ფოტოებს შეიცავდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, სწორედ დასახელებულ სიაში მყოფი პირები შლიდნენ საპროტესტო აქციებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს