კახა წიქარიშვილი - ბესო ალავიძის ინტერვიუში ჩანს მთელი მეთოდოლოგია, როგორ მუშაობს „კლანი” - თუ საქმე მოხვდა მოსამართლესთან, რომელიც „ჭედავს“, იწყება მუშაობა: ჯერ დარწმუნება, მერე მუქარა, ფულის შეთავაზება

თუ საქმე მოხვდა ისეთ მოსამართლესთან, რომელიც „ჭედავს“, იწყება ნელ-ნელა მუშაობა. ჯერ იწყება დარწმუნება - „გაგვიკეთე ეს საქმე და დაგაწინაურებთ“, მერე იწყება მუქარა, მერე იწყება ფულის შეთავაზება და ბოლოს ეუბნებიან, რომ ჩამოიცილე ეს საქმე, სხვას გადავაწერთ და სხვა გააკეთებს ამ საქმეს, - ამის შესახებ იურისტმა კახა წიქარიშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე და უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“განაცხადა.

კახა წიქარიშვილის თქმით, ბესო ალავიძის მიერ სასამართლო ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებები უპრეცედენტოა, რადგან ძალიან ბევრ ფაქტს და ინფორმაციას მოიცავს.

„ბესო ალავიძის ინტერვიუ განსაკუთრებულია იმით, რომ ის არის ძალიან დეტალური. ძალიან ბევრ ფაქტს და ინფორმაციას მოიცავს და უპრეცედენტოა ამ გაგებით. ასეთი დეტალური ინტერვიუ ჩვენ არცერთი მოსამართლისგან არ გვქონია. ასახელებს ძალიან ბევრ შემთხვევას და ჩანს მთელი მეთოდოლოგია, როგორ მუშაობს კლანი. პირველ რიგში, ისინი ცდილობენ, რომ შეარჩიონ მათთვის სასურველი მოსამართლე, თუ საქმე მოხვდა ისეთ მოსამართლესთან, რომელიც ჭედავს, იწყება ნელ-ნელა მუშაობა. ჯერ იწყება დარწმუნება - გაგვიკეთე ეს საქმე და დაგაწინაურებთ, მერე იწყება მუქარა, მერე იწყება ფულის შეთავაზება და ბოლოს ეუბნებიან, რომ ჩამოიცილე ეს საქმე, სხვას გადავაწერთ და სხვა გააკეთებს ამ საქმეს. მეთოდების მთელ სპექტრს იყენებენ“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

კახა წიქარიშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანი“ მოსამართლეების თანაშემწეებს იყენებს ინფორმაციის მისაღებად და მოსამართლეებთან საკომუნიკაციოდ.

„ჩვენ ვიცით, რომ თანაშემწე მოსამართლესთან ერთად მუშაობს. თანაშემწისგან იღებენ ინფორმაციებს, იყენებენ თანაშემწეებს სხვებთან საკომუნიკაციოდ. მაგალითად მან [ბესო ალავიძე] თქვა, რომ ჩინჩალაძემ თავისი თანაშემწე მომიგზავნა და მერე ჩემი თანაშემწეების მეშვეობით ცდილობდნენ გაეგოთ, რა ხდება ჩვენ შემადგენლობაში. როცა რამდენიმე მოსამართლე მუშაობს საქმეზე, ერთ-ერთი მათგანი თუ არის თავმჯდომარისთვის სანდო, იმას მიაქვს ინფორმაცია, თუ რა გადაწყვეტილება მზადდება. თუ მიუღებელია ეს გადაწყვეტილება, იწყება მუშაობა, რომ შეიცვალოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო