ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის

დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

„დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეზი სოხაძეს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში