დონალდ ტრამპი - „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული - თუ არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება

თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის არ უნახავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე უნდა იყოს მიღწეული.

“გაათავისუფლეთ ყველა მძევალი, დააბრუნეთ გარდაცვლილთა ცხედრები, ახლავე! „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული. შეთანხმებას ყველა ქვეყანა შეუერთდა! თუ ეს უკანასკნელი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის უნახავს”, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, “ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ნებისმიერ ფასად იქნება მიღწეული”.

“ყველა უდანაშაულო პალესტინელს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დატოვოთ შესაძლო სამომავლო სიკვდილის სივრცე, ღაზის უფრო უსაფრთხო ნაწილებში გადადით. ყველას მოგივლით ხალხი, რომელსაც დახმარება სურს. თუმცა, „ჰამასისთვის“ საბედნიეროდ, მათ ბოლო შანსი მიეცემათ”,-წერს ტრამპი.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება