ვიქტორ ყიფიანი - ხვალინდელი აქციის პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს  რაც შეიძლება მეტი ხალხი, მეტი მობილიზება და კონსოლიდაცია - დასკვნითი ნაწილი გაუგებარია, ვის შვილს ვისი დედა აიყვანს, კაციშვილმა პასუხი არ იცის

4 ოქტომბრის დასკვნითი ნაწილი გაუგებარია და ამასთან დაკავშირებით სიცხადე პრაქტიკულად ნულოვანია. ვის შვილს, ვისი დედა აიყვანს, ამ კითხვაზე კაციშვილმა პასუხი არ იცის, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„პირადად ჩემთვის გაუგებარია ასეთი ცნებები, როგორიცაა - მშვიდობიანი დამხობა და ა.შ. გაუგებარია, როგორ ხდება გადაბარება, როგორია პროცესის ტექნიკური მხარე. ახლა მოლოდინები და თამასა იმდენად მაღლაა აწეული, რომ ხვალ აუცილებელია ხალხმრავლობა. დასკვნითი ნაწილი ჩვენთვის გაუგებარია და ამასთან დაკავშირებით სიცხადე პრაქტიკულად ნულოვანია. ვის შვილს, ვისი დედა აიყვანს, ამ კითხვაზე კაციშვილმა პასუხი არ იცის.

ხვალ თუ ქართული საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც თვლის, რომ ასე გაგრძელება არის შეუძლებელი და ქვეყანა საჭიროებს ცვლილებებს, მან თუ თავისი ნება არ გამოხატა აშკარა და ღია ფორმით, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი საჩუქარი მავნე პროპაგანდისტული მანქანისათვის და მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება წინააღმდეგობის მოძრაობისათვის. ეს არის პროგრამა მინიმუმი - რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ხალხი, მეტი მობილიზება და მეტი კონსოლიდაცია.

პოლიტიკაში, მაგალითად სენტიმენტალიზაციაზე, მითოლოგიზაციაზე, პერსონიფიკაციაზე, ასევე არსებითია, უარი ვთქვათ თარიღების საკრალიზაციაზე. მე გამიკვირდება, რომ ერთ დღეში, ამ 24 საათიან მონაკვეთში მოხდეს ის, რაც ამ სენტიმენტალიზაციას და მითოლოგიზაციას უკავშირდება. ალბათ, ხვალინდელი დღე გარკვეული პროცესის დასაწყისი უნდა იყოს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება