„ნაციონალური მოძრაობა“ - იგორ ნარმანიაზე თავდასხმა არა სპონტანური, არამედ წინასწარ ორგანიზებული იყო - შსს-ს განცხადებები ფაქტების უხეში დამახინჯებაა, რათა არ გამოავლინონ დე ფაქტო ხელისუფლების ორგანიზებული ძალადობის ავტორები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარის მოადგილე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

პარტიის განცხადების თანახმად, თავდასხმა არ იყო სპონტანური ხასიათის, არამედ იყო წინასწარ ორგანიზებული და მიზნად ისახვდა ერთი მხრივ, ახალგაზრდებში და მშობლებში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით შიშის დანერგვას და მეორე მხრივ, იგორ ნარმანიას ხვალინდელი პროცესებიდან განეიტრალებას.

პარტი აღნიშმავს, რომ შსს-ს გაკეთებული განცხადებები არის ფაქტების უხეში დამახინჯება.

"შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება მიანიშნებს, თითქოს ადგილი ჰქონდა ორმხრივ, ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას, მაშინ როდესაც იგორ ნარმანიას მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად თავს დაესხა რამდენიმე პირი.

აღნიშნული თავდასხმა არ იყო სპონტანური ხასიათის, არამედ იყო წინასწარ ორგანიზებული და მიზნად ისახვდა ერთი მხრივ, ახალგაზრდებში და მშობლებში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით შიშის დანერგვას და მეორე მხრივ, იგორის ხვალინდელი პროცესებიდან განეიტრალებას.

შსს-ს გაკეთებული განცხადებები არის ფაქტების უხეში დამახინჯება საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, რათა არ გამოავლინონ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერვე ორგანიზებული ძალადობის ავტორები და ჩვეული დეზინფორმაციით, ორმხრივ დაპირისპირებად წარმოაჩინონ იგორ ნარმანიაზე თავდასხმის ფაქტი.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც პროტესტში პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული, იგორ ნარმანია ხელმძღვანელობს გამორჩეულად მებრძოლი და პატრიოტი ახალგაზრდების მოძრაობას და ამდენად, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მანამდე, შსს-მ 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.

უწყების თანახმად, ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა