ირაკლი ჩიქოვანი - მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, რადგან ერთადერთი ძალაა, რომელსაც რეალური და სწორი ხედვა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა

მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, რადგან „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველა არჩევნებზე რეალური და სწორი ხედვა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“.

„მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“. მხარი დავუჭირე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჩემს მეგობარს, დავით კოდუას. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოებშიც ექნება მყარი უმრავლესობა. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ არჩევნებზე და სხვა არჩევნებზეც, რეალური და სწორი ხედვა იმისა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ამ შემთხვევაში, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტები. როგორ უნდა შევძლოთ იმ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების განვითარებასთან და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ჩვენი მოქალაქეებისათვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები