ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ, შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, მათ შორს საზოგადოებამ ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას საშუალება მისცა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს - როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას საშუალება მისცა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში. 13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია , ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება, რასაც ხაზი შეგვიძლია გავუსვათ ისაა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზი, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა: "ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა".

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ