ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის

ისრაელი ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი მზად არის ტრამპის გეგმის პირველი ეტაპის დაუყოვნებლივ განხორციელებისთვის, რომელიც ყველა მძევლის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სრულ თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა „ომი ისრაელის მიერ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად დასრულდეს“.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის მზად არის. ასევე, „ჰამასმა“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ ისრაელისა და აშშ-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

„ჰამასის“ პასუხის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჰამასი“ „მზადაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.

„ჰამასის მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გაყვანა!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა