Reuters - ამერიკელ რეპერ P. Diddy-ს, პროსტიტუციის საქმეში, 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ამერიკელ რეპერს, P. Diddy-ს პროსტიტუციის საქმეში 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ცნობილ ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის, იგივე P. Diddy-ს, პროსტიტუციის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეში 50-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ კომბსი თავის ორ ყოფილ პარტნიორზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, რეპერი ძალის გამოყენებით თავის ყოფილ პარტნიორებს, კასანდრა ვენტურასა და კიდევ ერთ ქალს, სახელად ჯეინს, წლების განმავლობაში სექსუალურ წარმოდგენებში მონაწილეობას აიძულებდა. კომბის ადვოკატების მტკიცებით, მან თავის პარტნიორებზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა ისინი სექსუალურ წარმოდგენებში საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ.

სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ, ბრუკლინის ციხეში პატიმრობაში გატარებული დროის გამო, შესაძლოა კომბსი სამ წელზე ნაკლებ დროში გათავისუფლდეს.

ამასთან, ნაფიცმა მსაჯულებმა კომბსი სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებებში გაამართლეს, რის გამოც, შეიძლება მისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს