თათია ნიკოლაშვილი - დღეს არ არის ჩვეულებრივი აქციის დღე - ეს არის გამარჯვების დღე, რომელიც ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში

დღეს არ არის ჩვეულებრივი აქციის დღე - ეს არის გამარჯვების დღე, რომელიც ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. ლევან ხაბეიშვილის სიტყვები იყო, რომ თუ ერთ კაცს შეუძლია რევოლუციის მოხდენა, შეუძლია ეს საქართველოს მოქალაქეს და დაიჯერეთ, რომ დღეს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

თათია ნიკოლაშვილმა მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

„დღეს არ არის ჩვეულებრივი აქციის დღეს, დღეს არის გამარჯვების დღე, რომელიც აუცილებლად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, შესაბამისად მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ ამ დღეს, რადგან დაიწერება ისტორია, რომლის მონაწილეობითაც ამაყი იქნებით. ამ დღის იმედის ჩასახვა დაიწყო მაშინ, როდესაც „რუსთაველის გამზირი“ პაატა ბურჭულაძის ინიციატივა იყო ეს თავიდან და ლევან ხაბეიშვილი შეუერთდა ამ ბრძოლას, რომლის გამოც დაატყვევა ივანიშვილმა. სიტყვის გამო დაატყვევა პირველად საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში და მისი სიტყვები იყო, რომ თუ ერთ კაცს შეუძლია რევოლუციის მოხდენა, შეუძლია ეს საქართველოს მოქალაქეს და დაიჯერეთ, რომ დღეს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამიტომ მოდით, ყველას გელოდებით 4 საათზე რუსთაველის გამზირზე.

მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ნუ შეეშინდებათ, რადგან მათი ძალა გადის 500 ადამიანზე, რომლებიც არიან გარეწრები, დანარჩენი ჩვენს მოქმედებას ელოდებიან. შესაბამისად, 500 ადამიანი ვერ მოერევა ასი ათასობით ადამიანს. ასევე იგორ ნარმანიაზე მინდა ვთქვა, ეს გარეწრები გუშინ იგორ ნარმანიას დაესხნენ თავს და ასევე 15 წლის ბავშვზე იძალადეს, ამიტომ ასე გაგრძელება წარმოუდგენელია და რაც იყო ნათქვამი, ეს აუცილებლად ასე იქნება - მშვიდობიან დამხობას და მშვიდობიან რევოლუციის მიიღებს ეს რეჟიმი.“ - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო