ირაკლი კობახიძე აქციაზე -  პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? - პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს

პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს, რომ ჩვენ მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში კრიზისი არ არის, თუმცა ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, და პარტიის სრულ განადგურებამდე მივიდეს.

„პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს, რომ ჩვენ მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს? ამის მეასედიც არ გამოვა. ხომ დადგება ეს საღამოც! პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია რა არის, თქვენც ხედავთ ხომ?! არასერიოზული კაცია და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს.

კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულ განადგურებამდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აპირებს ქვეყნის დატოვებას, რასაც პრემიერმა რუსულიდან გადმოტანილი ქართული ჟარგონით „მელკი“ კითხვა უწოდა.

„რუსულ სიტყვას ვიტყვი, ეს „მელკი“ კითხვა გუშინაც დაისვა და საკადრისი პასუხი მიიღო თქვენმა კოლეგამ, შემიძლია გაგიმეოროთ ეს პასუხი. „მელკი“ ქართული სიტყვაა, რომ იცოდეთ, ეს არის ქართული ჟარგონი, რუსულიდან არის შემოტანილი, თუმცა ჟარგონი ქართულია. სამ წელიწადში გვექნება საპარლამენტო არჩევნები და გირჩევთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოემზადეთ, რომ იქნებ იქ მაინც სცადოთ რაიმე შედეგის მიღება. ჩვენ ხვალიდანვე ვაპირებთ მოვემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის.“- განაცხადსა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი