ფოთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი - ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის საჭირო ქალაქის განვითარების ახალ ეტაპზე გადასაყვანად - საარჩევნო გარემო არის მშვიდი, დინჯად და სამართლიანად ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს

ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის საჭირო ქალაქის განვითარების უფრო მნიშვნელოვან, ახალ ეტაპზე გადასაყვანად,- ამის შესახებ ფოთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.

მან საკუთარი არჩევანი მე-8 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში იზრუნებს ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის საჭირო ქალაქის განვითარების უფრო მნიშვნელოვან, ახალ ეტაპზე გადასაყვანად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და საარჩევნო გარემოს, მიდის მშვიდად, დინჯად და სამართლიანად ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. მშვიდობას ვუსურვებ მთელ საქართველოს“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება