„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი - ვხედავთ, რომ აქტივობა არის დიდი და მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა ხმა #64-ე უბანზე მისცა. მისი თქმით, არჩევანი უკეთესი მომავლის სასარგებლოდ გააკეთა. როგორც დავით ერემეიშვილმა განაცხადა, არჩევნებზე აქტივობა დიდია და მადლობა გადაუხადა, მოქალაქეებს, რომელთაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

„არჩევანი გავაკეთე ჩემს შვილებთან ერთად, ჩვენი ხვალინდელი ქუთაისისათვის, უკეთესი მომავლისათვის. ვხედავთ, რომ აქტივობა არის დიდი და მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს. მოვუწოდებ მათაც, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მივიდნენ და გააკეთონ თავის არჩევანი უკეთესი ქუთაისისათვის. რა დაკვეთაც იყო ჩვენი თანამოქალაქეებისგან ისეთ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, მშვიდ და წყნარ გარემოში, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გააკეთოს თავისი არჩევანი დამოუკიდებელ პირობებში“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს