ოზურგეთის მე-60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მათთან ამ დრომდე საჩივარი არ შესულა

ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოზურგეთის მე-60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის მათთან არც ერთი საჩივარი შესული არ არის.

მისივე თქმით, სულ 46 სარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულებაში. მისივე ცნობით, ოზურგეთის მე-60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 46 უბნიდან 5-ში არჩევნები ტრადიციული მეთოდით, 41-ში კი ელექტრონული ტექნოლოგიებით გამოყენებით მიმდინარეობს. არჩევნებში სულ 57 926 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

თვითმმართველობის არჩევნებში, 5 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: ,,ქართული ოცნება“, „გახარია საქართველოსთვის", ,,ძლიერი საქართველო - ლელო," ,,კონსერვატორები საქართველოსთვის" და ,,პატრიოტთა ალიანსი".

მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის ,,ქართული ოცნებიდან" პაატა კუნჭულია და " ,გახარია საქართველოსთვის" ალექსანდრე მენაბდე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!