მაკა ბოჭორიშვილი შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე - ეს არის ხელოვნური მცდელობები იმისა, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი - ყველაზე კარგი ტესტი თავად ჩვენი მოქალაქეებისა და პასუხია არჩევნებთან დაკავშირებით

ეს არის ხელოვნური მცდელობები იმისა, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხდება და მცდელობები არის, რომ მოახდინონ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და შექმნან ისეთი სურათი, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს.

„ზოგადად, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც და ახლაც ვაკვირდებით ამ პროცესს, ხდება და მცდელობები არის, რომ მოახდინონ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია. დადგან და შექმნან ისეთი სურათი, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს იმ პროცესებში, რაც არჩევნებს უკავშირდება. ეს არის ხელოვნური მცდელობები იმისა, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი. თუმცა ვხედავთ ჩვენი მოქალაქეები იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ყველაზე კარგი ტესტი არის თავად ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი საზოგადოების პასუხი არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე