მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ, ვინც პატივს სცემს დემოკრატიას, პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ინტეგრაცია გვინდა, მოველი, რომ პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევნებს

განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ჩვენ ინტეგრაცია და ასოცირება გვინდა, ვგულისხმობ დასავლეთის ქვეყნებს, მოველი, რომ პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევნებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმაზე, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, სოფელი თუ ქალაქი, იღებენ საქართველოს მოქალაქეები.

„ზოგადად, არჩევნები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და რაც მთავარია, სტაბილური განვითარებისთვის. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი საქართველოს მოქალაქეები და გადაწყვეტილებას იღებენ იმაზე, თუ ვინ უნდა მართოს ქალაქი, სოფელი და ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება უცხოეთის რეაქციებს - ყველამ, ვინც პატივს სცემს დემოკრატიას, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს, სწორედ ხალხის არჩევანს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ჩვენ ინტეგრაცია და ასოცირება გვინდა, ვგულისხმობ დასავლეთის ქვეყნებს, მოველი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევნებს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ბოჭორიშვილმა ისაუბრა დღეს, ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზეც და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარების ერთადერთი გზა არის არჩევნები.

„თუ კი გამოხატვის თავისუფლება იქნება მშვიდობიან ფორმებში, ყველას აქვს ეს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს. რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ხელისუფლების ცვლილება ერთადერთი გზით ხდება და ამას არჩევნები ჰქვია. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ, რომ ისაუბრონ დემოკრატიაზე და დემოკრატიის სტანდარტებზე“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ