მურთაზ ზოდელავა - შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს და ვერავინ ვერ შეაქცევს, ვერც ერთი გდდ - სარდაფებში არიან ჩასულები, შემდეგი ამოცანაა, მათი ოჯახის წევრები მოვიყვანოთ, გამოიყვანონ საკუთარი შვილები და წაიყვანონ სახლში

ივანიშვილის მოუწევს პასუხების გაცემა - სარდაფებში არიან უკვე ჩასულები - შემდეგი ამოცანაა, რომ მათი მშობლები, ოჯახის წევრები, მოვიყვანოთ, სათითაოდ გამოიყვანონ მათი შვილები და წაიყვანონ სახლში, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

ზოდელავას თქმით, „ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დღეს საქართველო რუსთაველის გამზირზე მოვიდოდა“.

„ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველო მოვიდოდა რუსთაველის გამზირზე? არავის! ერთი წამით, არანაირი ჭოჭმანით, მხოლოდ გამარჯვება! გამარჯვების მოლოდინი მაქვს. ხალხო, ეს არის ეროვნული პროცესი, ეროვნული გრძნობა, რომელიც მოვიდა რუსთაველის გამზირზე, რომელიც გადაავსებს ყველაფერს. ივანიშვილი წავა ამ ქვეყნიდან ან დარჩება და ხალხის შეკითხვებს გასცემს პასუხს. მოუწევს პასუხების გაცემა. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ვერავინ ამას ვერ შეაქცევს, ვერც ერთი გდდ. ყველა ლოკაცია ვიცით, რომელ სარდაფებში არიან ჩაკეტილები - რომელიღაც სასტუმროს სარდაფში, საკრებულოს შენობის სარდაფში, პარლამენტში არიან შემძვრალები, კანცელარიის სარდაფში. სარდაფებში არიან უკვე ჩასულები. შემდეგი ამოცანაა, რომ მათი მშობლები, ოჯახის წევრები, მოვიყვანოთ, სათითაოდ გამოიყვანონ მათი შვილები და წაიყვანონ სახლში, თუ არ უნდათ ქართველი ხალხის რისხვის ობიექტები გახდნენ, გესმით თქვენ?

დღეს არ არის ჩვეულებრივი აქცია. ეს არის ეროვნული ყრილობა. ეროვნულ ყრილობას მიმართავს პაატა ბურჭულაძე.

ვინც ახლა ტელევიზიიდან უყურებთ ამ მოვლენებს, ყველა უნდა შემოუერთდეთ. არ შეიძლება გამოტოვოთ ისტორიული მომენტი. აქ ისეთი გრძნობაა ხალხო, ამას როგორ გამოაკლდებით? როგორ შეიძლება ახლა თქვენ აქ არ იყოთ? საოცარი შეგრძნებაა, ეროვნული ერთობის შეგრძნებაა, უნიკალური მოვლენაა. ისტორიას ქმნის ქართველი ერი დღეს, აქ რუსთაველის გამზირზე“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო