თინა ბოკუჩავა - არალეგიტიმური ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები - ორგანიზატორებს რაღაც ლოკაციებზე სცენის დადგმის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ადამიანების ერთიანობას ხელს არანაირად არ შეუშლის

ხელოვნურად სხვადასხვა მეთოდით არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები - მათ შორის, ორგანიზატორებს რაღაც ლოკაციებზე სცენის დადგმის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ადამიანების ერთიანობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული გეგმები აქვთ, რომელსაც საზოგადოებას გააცნობენ.

„ხელოვნურად სხვადასხვა მეთოდით არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები. მათ შორის, ორგანიზატორებს რაღაც ლოკაციებზე სცენის დადგმის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ადამიანების ერთიანობას და დღეს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრი ადამიანის გამოსვლას. ჩვენი ქვეყნის, შვილების მომავლის, მათი კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ამ ქვეყნის თავისუფლების დასაცავად.

ორგანიზატორი, როგორც იცით, პაატა ბურჭულაძე და სამოქალაქო მოძრაობა „რუსთაველის გამზირია“. მათ აქვთ კონკრეტული გეგმები, რომელსაც საზოგადოებას გააცნობენ. ჩვენი მთავარი გეგმა არის მშვიდობიანი, მრავალრიცხოვანი აქცია, სადაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოვა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება