არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - დამოუკიდებლობა კი გვაქვს შენარჩუნებული ფორმალურად, მაგრამ არ ვართ, რადგან დამოუკიდებელი ადამიანები არ გვმართავენ, საქართველო ეკუთვნის ხალხს - ყველას მოვუწოდებ, არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი

დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა კი გვაქვს შენარჩუნებული ფორმალურად, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი არ ვართ, რადგან დამოუკიდებელი ადამიანები არ გვმართავენ, ამიტომ საქართველო ეკუთვნის ხალხს , - ამ სიტყვებით მიმართა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა აქციაზე სცენიდან მოქალაქეებს.

სასულიერო პირმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რადგან ძალაუფლების წყარო სწორედ ხალხია და ისინი ვალდებულნი არიან, ძალაუფლების წყაროს დაემორჩილონ.

„მე მინდა, ორი სიტყვით აგიხსნათ, ჩვენმა წინაპრებმა, რატომ შექმნეს ასეთი დროშა. ხუთჯვრიანი დროშა, ქართული დროშა არის ქრისტეს ხუთი ჭრილობის აღმნიშვნელი. ჯვარი არის ჭრილობა, ჯვარი არის ტანჯვის იარაღი და ხუთი ჭრილობა ჰქონდა ქრისტეს - ორი ხელზე, ორი ფეხზე და მეხუთე გვერდზე, დიდი ჭრილობა, რომლითაც განგმირეს ქრისტე. ჩვენმა წინაპრებმა ეს დროშა - ხუთჯვრიანი იმიტომაც შექმნეს, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა ქრისტეს ჭრილობების ტვირთვა. ჩვენ ეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჭრილობები ჩვენს ხორცზე ვიტვირთეთ და დღეს ჩვენ ვდგავართ ამ დროშით და ჩვენ ამ დროშის იმედად, ქრისტეს იმედად, ღმერთის იმედად გვინდა, რომ ჩვენი საქართველო გავათავისუფლოთ იმ ჭრილობისგან, რომელიც მიაყენა მტერმა, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს საფრთხის წინაშეა.

დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა კი გვაქვს შენარჩუნებული ფორმალურად, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი არ ვართ, რადგან დამოუკიდებელი ადამიანები არ გვმართავენ, არ მართავენ საქართველოს, ამიტომ საქართველო ეკუთვნის ხალხს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ყველა სამართალდამცველი ვალდებულია, ძალაუფლების წყაროს დაემორჩილოს და არა დაუპირისპირდეს, არამედ მისი ნება შეასრულოს და არა ერთი ადამიანის, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი ისე, როგორც ეს გაუკეთებიათ და გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდებს ადინეს, იყოს ბოლო საქართველოში.

მე მჯერა თქვენი, მე მჯერა გამარჯვების და უფრო მეტს გეტყვით - ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ნათელ მხარეს ვდგავართ, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, - მიმართა არქიმანდრიტმა მოქალაქეებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია