სულხან თამაზაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელი დღით, რომ პარტია “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვს, რაც აუცილებლად გამართლდება

ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ღირსეულ მომავალზე , - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტია “ქართული ოცნება” მოსახლეობის ნდობას გაამართლებს.

„ყველას მოგილოცავთ გამარჯვებას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობენ. მივულოცავ კანდიდატებს და ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს - ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვება.

ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ღირსეულ მომავალზე.

კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელი დღით, რომ ჩვენს გუნდს პარტია “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვს. ეს ნდობა აუცილებლად გამართლებული იქნება”, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება