ბიულეტენების 72.95 %-ის დათვლის შედეგად, საკრებულოს არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80 %-ზე მეტი, თბილისში კი - 70 %-ზე მეტი მიიღო - დედაქალაქში 10 % მოდის „ლელოზე“, 3 % კი - „გახარია საქართველოზე“

საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3061 უბნიდან 2233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც ბიულეტენების 72.95%-ს შეადგენს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

დეტალური მონაცემები ასეთია:

1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 4203 (0.372 %)

3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 31306 (2.768 %)

5 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 4697 (0.415 %)

7 „თავისუფალი საქართველო“ - 3689 (0.326 %)

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 9579 (0.847 %)

9 „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 76690 (6.782 %)

11 „საქართველო“ - 1720 (0.152 %)

12 მწვანეთა პარტია - 1906 (0.169 %)

14 „სახალხო ხელისუფლება“ - 2692 (0.238 %)

25 „გახარია საქართველოსთვის“ - 43647 (3.86 %)

36 „გირჩი“ - 37348 (3.303 %)

41 „ქართული ოცნება“ - 913320 (80.768 %)

ამასთან, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 98 პროცენტის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს:

  1. „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 3020 (1.019 %)

  1. „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 12811 (4.321 %)

  1. „თავისუფალი საქართველო“ - 2647 (0.893 %)

  1. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3151 (1.063 %)

  1. „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 29807 (10.054 %)

  1. „გახარია საქართველოსთვის“ - 9483 (3.199 %)

  1. „გირჩი“ - 22230 (7.498 %)

  1. „ქართული ოცნება“ - 207985 (70.155 %)
ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!