ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საკრებულოში ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა

ბათუმში საარჩევნო ბარიერი ოთხმა სუბიექტმა გადალახა , - ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 10-ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნება” იმარჯვებს.

ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმის 79-ე ოლქში საჩივრები, საარჩევნო უბნებიდან არ შესულა.

“უბნები დახურულია, საოლქო საარჩევნო კომისიები დათვლას ახორციელებენ, დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, განცხადებები და საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიაში არ ყოფილა. აქტივობა ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალი იყო.

თითქმის 60 000 ათასი ამომრჩეველი გამოცხადდა უბნებზე. “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ 80,55%, “გახარია-საქართველოსთვის” კანდიდატმა გოჩა გუგუნავამ 10,04%.

ზვიად კირკიტაძემ - 04.27%;

კახაბერ ცისკარიძემ - 2,42%;

თამარ მიქელაძემ - 2,35% მოიპოვა.

საარჩევნო ბარიერი ოთხმა სუბიექტმა გადალახა,პროპორციული წესით. რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებს, 10 -ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს”, - განაცხადა ზვიად სურმანიძემ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს