ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ თინა ბოკუჩავა სწორად უბრაზდება სალომე ზურაბიშვილს - თუ მიდიხარ დამხობის აქციაზე, კეთილი უნდა ინებო და ბოლომდე გაჰყვე და არ უნდა გაემიჯნო

მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში თინა ბოკუჩავა სწორად უბრაზდება სალომე ზურაბიშვილს. თუ მიდიხარ დამხობის აქციაზე, მერე კეთილი უნდა ინებო და ბოლომდე უნდა გაჰყვე და არ უნდა გაემიჯნო მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ჩაგივარდა დამხობის აქცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ჩავარდნა, და ნებისმიერი წაგებული აქცია იწვევს განხეთქილებას ოპოზიციის შიგნით.

“მე მგონია, რომ ქალბატონი თინას საყვედური სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის აბსოლუტურად სწორი.

რაც შეეხება ოპოზიციის შიგნით მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩავარდნა, ნებისმიერი წაგებული აქცია იწვევს განხეთქილებას, ეს ადამიანური ამბავია მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან უცხოური აგენტები და გარე კარნახით მოქმედებენ, ადამიანური მომენტები აქაც მუშაობს და რა თქმა უნდა, ასეთი პროცესები, ნებისმიერი ჩავარდნილი დამხობის მცდელობა, ნებისმიერი ჩავარდნილი აქცია და ა.შ. იწვევს განხეთქილებას”, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს