ირაკლი კობახიძე - აშშ-ში საქართველოს ელჩი არ დაუბარებიათ, ეს იყო ტყუილი - მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტთანაც, რაც შეეხება კომუნიკაციას, დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად

აშშ-ში საქართველოს ელჩი [სახელმწიფო დეპარტამენტში] არ დაუბარებიათ, ეს იყო ტყუილი, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო”.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს ელჩს თამარ ტალიაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ეს არ ყოფილა „დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა“.

„მე გეუბნებით, რომ არ დაუბარებიათ. მე მქონდა საუბარი ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. თქვენ იცით, რომ დაბარება სპეციალური დიპლომატიური პროცედურაა, დიპლომატიური ზომა. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტთანაც, დეპარტამენტის წარმომადგენელთან. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია, არასწორია, დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად.

ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ყველაფერთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს. გულწრფელად ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს. ყოველთვის არის ძალიან გულწრფელი საუბრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!