ორბელიანის მოედანი აქციის მონაწილეებმა დატოვეს

ორბელიანის მოედანზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს.

ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი.

ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ გამოიყენა ე.წ. გაზის კაფსულები და წყლის ჭავლი. ადგილზე მოქალაქეებმა ბარიკადების სახით განალაგეს სხვადასხვა ნივთები - სკამები და მაგიდები. ასევე, დაწვეს ადგილზე არსებული ინვენტარი.

ვითარება ორბელიანის მოედანზე, კერძოდ, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფლების მოედანზე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ათონელის ქუჩაზე გადაენაცვლებინათ. კერძოდ, სცენიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ შეკრებილებს განუცხადა, რომ „მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას და ჩაიბარებს პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“. მისი განცხადების შემდეგ, რამდენიმე მომიტინგემ საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს, რასაც სპეციალური დანიშნულების რაზმთან დაპირისპირება მოჰყვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება