კლინიკა "ჰელსიკორში", სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, სამართალდამცველები მივიდნენ

კლინიკა “ჰელსიკორში”, სადაც მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, საპოლიციო ძალები მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. მათ განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რასთან დაკავშირებით შევიდნენ საავადმყოფოს შენობაში.

“არ მქონია მასთან კომუნიკაცია, არ ვიყავით ერთად და რომ გადმოიყვანეს, შემდეგ მოვედი. ახლა როგორც მითხრეს, ოთახში არის შესული სპეცრაზმი და სავარაუდოდ (გამოიყვანენ). ასეთი პრეცედენტი არა მგონია, მსოფლიოში სადმე ყოფილიყო, რომ სტაციონარიდან გამოეყვანათ”, - განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ, პაატა ბურჭულაძის შვილმა.

პაატა ბურჭულაძე კლინიკაში აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადით გადაიყვანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება