ირაკლი აბესაძე - ირაკლი ნადირაძისთვის პატივია, იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე, პატივია რუსი ავტორიტარული რეჟიმის დამხობის ბრალდებით გასამართლება - ბრალს არ, ვერ აღიარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დაკავებული ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დაკავებული პოლიტიკოსისთვის დამხობის ბრალდებით გასამართლება პატივია.

რაც შეეხება ბრალდებას, ადვოკატის შეფასებით, „ეს იქნება მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს“.

„შევხვდი ირაკლი ნადირაძეს. მისი პოზიცია არის, რომ როდესაც ხელისუფლებაში გვყავს რუსი ავტორიტარული რეჟიმი, მისი დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის არის პატივი. პირველ რიგში, მას უნდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილს, იმ ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო, მადლობა გადაუხადოს იმ მილიონობით ადამიანს, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიტაცებულ რეჟიმს და ძალაუფლებას. რაც შეეხება ბრალდებას - მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა აბესაძემ.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა ბრალს ირაკლი ნადირაძე, ადვოკატმა უპასუხა, რომ სამართლებრივად რა პოზიცია ექნებათ, ამაზე ჩამოყალიბდებიან, მაგრამ „ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის არანაირი აზრი არ არსებობს“.

„მისთვის პატივია, რომ იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე. რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, ამ ქვეყანაში კანონი არავისთვის არ არსებობს… სამართლებრივად რა პოზიცია გვექნება, ამას ჩამოვაყალიბებთ, მაგრამ ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის არანაირი აზრი არ არსებობს… გითხარით, რომ არ აღიარებს ბრალს, ვერ აღიარებს ბრალს. დიახ, [მისთვის პატივია დაკავება] რადგან ამ ბრძოლაშია საკუთარი თავისუფლების ფასად. დიახ, ეს პატივია“,-აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები - პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ. შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა". დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება