გია ვოლსკი - იყო პუტჩის მცდელობა - ცდილობდნენ, როგორმე სისხლი დაღვრილიყო და განვითარებულიყო მოვლენები, რომელიც „მაიდნის“ სცენარის ანალოგი იქნებოდა

იმ მოქმედებების შინაარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მზაკვრული და ძალიან ბნელია - ცდილობდნენ, რომ როგორმე სისხლი დაღვრილიყო და როგორმე განვითარებულიყო მოვლენები, რომელიც „მაიდნის“ სცენარის ანალოგი იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე აშავებენ, დაკავებული უნდა იქნენ და შესაბამისად, უნდა მოეთხოვოთ პასუხი“.

„ყველა ადამიანი თავისი წარსულითა და აწმყოთი პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის წინაშე. როდესაც სიტყვა „უსამშობლოები“ პირველად ვიხმარეთ, გუშინ ზუსტად გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ცნება „უსამშობლო“ - ადამიანთა გაერთიანება, რომელმაც დაუშვა და ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი იმ ჭკუაზე მოეყვანა, რა ჭკუაზეც იყო „ნაცმოძრაობა“, როცა განუკითხავად ღვრიდა სისხლს, იყო ხელისუფლებაში და ადამიანებს ისე ეპყრობოდა, როგორც ნახირს. ზუსტად ამ სისტემის დაბრუნება სურდათ გუშინ. იყო პუტჩის მცდელობა.

ცალკე უნდა შეფასდეს პაატა ბურჭულაძეების და მსგავსი წარმონაქმნების როლი ამ სიტუაციაში. ერთ-ერთი უშველებელი ცოდვა ვიხილეთ გუშინ, როგორ მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით დადგნენ, რომლებმაც უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწიეს მმართველობის დროს გესტაპო სისტემის დანერგვაში, რაც სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღიარა. ეს ძალიან შემაწუხებელი და დამაფიქრებელია. განსაკუთრებით ახალგაზრდების მონაწილეობა, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები - არამარტო მოწინააღმდეგე პოლიციელების მხარე, არამედ თავისიანებიც. ცდილობდნენ, რომ როგორმე სისხლი დაღვრილიყო და როგორმე განვითარებულიყო მოვლენები, რომელიც „მაიდნის“ სცენარის ანალოგი იქნებოდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო