მიხეილ ყაველაშვილი - უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ და ეს არავის შერჩება - ვთხოვ სახელმწიფო ინსტიტუტებს, იყვნენ მკაცრი ასეთი გამოვლინებების დროს

უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც მოუწოდებდა დამხობის, ძალადობის, ჩამოგდებისკენ, რომ მათ გაეცემათ განსაკუთრებულად მკაცრი პასუხი, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა - ვთხოვ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ იყვნენ მკაცრი ასეთი გამოვლინებების დროს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და მას უცხო სპეცსამსახურების დავალებით მართული უწოდა.

„ჯერ კიდევ წინა დღეებში იხილა საზოგადოებამ ვანდალური აქტები, მოწოდებები. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები და ამას თვალყურს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო არსებული ღობე და ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც ყოველ დღე ვხედავთ უამრავ მოქალაქეს და ტურისტს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და ნახა საზოგადოებამ, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის უნდა ეპატიოს. უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არის ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ეს ძალიან კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობით და მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს ამ შეგნებისთვის. მჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, რომ ეს ყველაფერი იქნება წარსულში დატოვებული და ვთხოვ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ იყვნენ მკაცრი ასეთი გამოვლინებების დროს. როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება და მაღალი სტანდარტი. გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ეს. უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია და ვინც მოუწოდებდა დამხობის, ძალადობის, ჩამოგდებისკენ, რომ მათ გაეცემათ განსაკუთრებულად მკაცრი პასუხი. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ