„ნაციონალური მოძრაობა“ - 4 ოქტომბერს, ხალხმა კვლავ მტკიცედ აჩვენა ერის ურყევი ნება: ხალხი არ ურიგდება ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ ქვეყნის მიტაცებას და მსოფლიოს გასაგონად ადასტურებს რეჟიმის არალეგიტიმურობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 4 ოქტომბრის აქციამ აჩვენა, რომ „ქართველი ხალხი არ ურიგდება ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ ქვეყნის მიტაცებას და მთელი მსოფლიოს გასაგონად ადასტურებს რეჟიმის არალეგიტიმურობას”.

„2025 წლის 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრებით კვლავ მტკიცედ აჩვენა ცხადი პოლიტიკური მოცემულობა და ერის ურყევი ნება: ქართველი ხალხი არ ურიგდება ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ ქვეყნის მიტაცებას და მთელი მსოფლიოს გასაგონად ადასტურებს რეჟიმის არალეგიტიმურობას. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ან ფიზიკურად არის ჩართული ეროვნულ წინააღმდეგობაში, ან მხარს უჭერს და აძლიერებს მას.

ივანიშვილის რეჟიმის განწირული მცდელობა, მოეხდინა მოცემულობის ნორმალიზება, ლეგიტიმაციის მარცვალი შეეძინა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციით - ჩავარდა. მსოფლიომ დაინახა და შეაფასა - ქართველი ხალხი დგას წინააღმდეგობის ფრონტზე და არ არის რუსული სპეცოპერაციის სტატისტი.

ამ სპეცოპერაციამ უკუშედეგიც გამოიღო - კიდევ ერთხელ ცხადად გამოავლინა ივანიშვილის რეჟიმის კრიზისი და დასასრულის მოახლოება. ყალბი, უკონკურენტო, სანდო საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე მოწყობილი პროცესის პირობებში მიღებულმა რიცხვებმა აჩვენა, რომ - ჩვეული ზეწოლის, დაშინების, იძულების, მოსყიდვის, შანტაჟის გზით მობილიზების მიუხედავად საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი საარჩევნო აქტივობა დაფიქსირდა და რეჟიმის პასიურად მორჩილი აუდიტორია 20%-ის ფარგლებში ჩამოქვეითდა, რაც რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის სიმპტომია.

4 ოქტომბრის არჩევანი - წინააღმდეგობა თუ რუსული სპეცოპერაციის სტატისტობა, წყალგამყოფი აღმოჩნდა იმ პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომელთაც ზურგი აქციეს საკუთარი მხარდამჭერების უმრავლესობასაც და ამ ფარსში ჩაბმით რეჟიმის დანამატად ოფიციალურად გაფორმდნენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „აგრძელებს ბრძოლას მსოფლიო ბოროტების - რუსული იმპერიალიზმის და მისი მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ“.

„ენმ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, რეჟიმმა დაატყვევა ირაკლი ნადირაძე - ადამიანი, რომელმაც არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა. მისი და ყველა პოლიტიკური პატიმრის სიმამაცე გაგვაძლიერებს და შეგვახსენებს, რომ დიქტატურასთან ბრძოლა შინაგან სიმტკიცეს და სრულ თავდადებას მოითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აგრძელებს ბრძოლას მსოფლიო ბოროტების - რუსული იმპერიალიზმის და მისი მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვიდექით ამ ბრძოლის წინა ხაზზე, პირდაპირი რუსული აგრესიის წინააღმდეგ 2008 წელს, ჰიბრიდული ომისა და ფაქტობრივი ოკუპაციის დროს და კვლავ ურყევად დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დავიბრუნებთ თავისუფლებას და დემოკრატიულ სახელმწიფოს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის