პაატა ბურჭულაძის შვილი - შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ რაც მოხდა, ვერავინ ჩავთვლით, რომ გეგმის ნაწილი იყო, იქ არ უნდა ყოფილიყო შეხლა-შემოხლა - ეს იყო ღალატი

შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მივხვდით, როდესაც ათონელისკენ დავიძარით - არ უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, შეხლა-შემოხლა,- ამის შესახებ მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვის ნიშანი უფრო მეტია, ვიდრე პასუხი.

„შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება რომ ყოფილიყო გაწერილი. მურთაზის [ზოდელავას] სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, დარწმუნებული ვარ, ვერავინ ჩავთვლით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა "ბ" არ იყო ან განვითარება არ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს. ეს იყო ღალატი.

სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ. მე კიდევ იქით მივდივარ, რომ რადგან პაატა [ბურჭულაძე] იძახდა სულ, რომ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, წარმომიდგენია, რომ იყო ღია კარების ვარიანტი. რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ შეხლა-შემოხლა. არ ვიცი, იქიდან უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ მხარეს თუ რა იყო. რაც დრო გადის და ვიაზრებ რა მოხდა, კითხვის ნიშანი უფრო მეტია, ვიდრე პასუხი. თუ არის ვინმე დღეს იმ ხუთი ადამიანისგან, ორგანიზატორებისგან, ვინც იცის რა იყო გეგმა, ან, თუნდაც სასამართლო სხდომაზე, აუცილებელია გვითხრან, რა იყო გეგმა. თუნდაც ვიცოდეთ ვინ არის ის მოღალატე, რა გააკეთა, რომ სამომავლოდ არ დავიჭიროთ საქმე. აუცილებელია საზოგადოებას პასუხი გაეცეს, რა იყო გეგმა. არ შედგა ხომ 4 ოქტომბერი?“, - აღნიშნავს ლექსო ბურჭულაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი