ირაკლი კირცხალია - „ნაცმოძრაობა“ დასრულდა გუშინ - ამ რევოლუციური მცდელობით პირდაპირ მოახდინეს თვითლიკვიდაცია

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გაქრობას რაც შეეხება, ისინი დასრულდნენ გუშინ - ამ რევოლუციური მცდელობით პირდაპირ მოახდინეს თვითლიკვიდაცია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მზადდება საკონსტიტუციო სარჩელი და უახლეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.

„რაც შეეხება კოლექტიური „ნაცმოძრაობის” პოლიტიკური სივრციდან გაქრობას - ისინი დასრულდნენ გუშინ, ამ არჩევნების შედეგებით. გადავხედოთ მხარდამჭერების რაოდენობას, საზოგადოების წევრებს. გუშინ დასრულდნენ ისინი და გუშინ ამ რევოლუციური მცდელობით პირდაპირ მოახდინეს თვითლიკვიდაცია - როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დაფუძნებულია იმ უმძიმეს დასკვნაზე, რომელიც საზოგადოებამ პარლამენტში მოისმინა. გვახსოვს, თუ როგორო მძიმე ისტორიები მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიაზე და როგორი ისტორიები გაიხსენა ქართველმა საზოგადოებამ. რეალურად, ახალგაზრდებმა გაიგეს თუ ვინ ესაუბრებოდა მათ რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის, ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის სახელით. ეს უცხო ქვეყნის დროშით მორბენალი პატრიოტები იყო ტრაგიკომედია და ამაზრზენი სანახავი.

მზადდება სარჩელი და უახლეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ როგორც აკვირდებოდნენ ამ მწამებლების, რეკეტიორების და სისხლიანი პოლიტიკოსების ე.წ. ისტორიებს, ასევე შეხედავენ იმ პროცესს, რომელიც საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოში წარიმართება”, - განაცხადა კირცხალიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს