პაატა მანჯგალაძე დაკავებამდე - ხალხს ვერ გავუცრუებდი იმედს, ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ვიღაც გასძღოლოდა დიდ საქმეში, გავაგრძელოთ ბრძოლა

ხალხს ვერ გავუცრუებდი იმედს. ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ვიღაც გასძღოლოდა ამ დიდი საქმეში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ის არის მართალი საქართველოსა და ისტორიის წინაშე.

„აქ ვარ, ველოდები. გაქცევას არ ვაპირებ. ხალხს ვერ გავუცრუებდი იმედს. ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ვიღაც გასძღოლოდა ამ დიდ საქმეში. გავაგრძელოთ ბრძოლა. არ ვაპირებ ერთი ნაბიჯითაც უკან დახევას. მე ვარ მართალი საქართველოსა და ისტორიის წინაშე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომლის ვიდეომიმართვასაც პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები - პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია