დონალდ ტრამპი ღაზას სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით - მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ - გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი კონფლიქტის მონიტორინგს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზას სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა.

„ჰამასთან“ და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან (არაბებთან, მუსლიმებთან და ყველა სხვასთან) ამ შაბათ-კვირას ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულია და სწრაფად მიმდინარეობს“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ტექნიკური ჯგუფები კვლავ შეხვდებიან ორშაბათს, ეგვიპტეში, საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად და განსახილველად და მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.

„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება - ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“- აცხადებს ტრამპი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება